კვლევის დღიური
2019 წლის 6 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში. ეს იყო ერთ- ერთი ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის ფარგლებში, რომელსაც ატარებს ფიზიკის პედაგოგი ქეთევან სადრაძე, საბუნებისმეტყველო კათედრასთან თანამშრომლობით. საკვლევი თემა არის „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“.
მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლულმა მდივანმა გიორგი მუმლაძემ, ამავე ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლოზ მარგიანმა და მეცნიერ-თანამშრომელმა ია ქვარცხავამ.
მეცნიერებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს მინი ლექცია ზეგამტარების თემაზე, გააცნეს ამ დარგის თანამედროვე მიღწევები, აჩვენეს მათ მიერ მიღებული ზეგამტარული მასალები. მოსწავლეები გაეცნენ ამ მასალების მიღების ტექნოლოგიას, ნახეს ის აღჭურვილობა და დანადგარები, რაც ამ მასალების მიღებისთვის არის აუცილებელი. მათგან ზოგიერთი უნიკალურია. მათ შორის არის ნანოწისქვილი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ზეგამტარული მასალების მიღებას. მეცნიერთა ეს ჯგუფი ძალიან წარმატებულია, მათი მიღწევები აღიარებულია მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოქვეყნებულია ავტორიტეტულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. მათ მიერ მიღებულ ნიმუშებს აქვთ საკმაოდ მაღალი გადასვლის ტემპერატურა (100K-120K) და მაღალი კრიტიკული დენის სიმკვრივე (500 ა/სმ2).
მოსწავლეთათვის ძალიან სასარგებლო იყო მეცნიერებთან შეხვედრა. მათ მრავალი საინტერესო ფაქტი გაიგეს მეცნიერების ცხოვრებიდან, გაეცნენ მეცნიერული მუშაობის სპეციფიკას. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ ვიზიტით, მათ გამოთქვეს სურვილი, თავადაც დაუკავშირონ მომავალი პროფესია მეცნიერებას.
2019 წლის
14 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის
რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს არაორგანულ ნაერთთა ფიზიკურ
ქიმიური ლაბორატორია, სადაც გაეცნენ კოორდინაციულ ნაერთთა სინთეზისა და კვლევის პრინციპებს.
თერმოქიმიის ლაბორატორიაში ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა თ. მაჩალაძემ მოსწავლეებს
აუხსნა ნივთიერების გარდაქმნის თანმხლები პროცესები კალციუმის ოქსალატის ნიმუშზე.
ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიაში ქიმიურ მეცნიერებათა
დოქტორმა რ. გიგაურმა მოსწავლეებს აჩვენა საქართველოში არსებული მინერალური ნედლეულის
ნიმუშები, აუხსნა მათი გამოტუტვის მეთოდები. მოსწავლეევბმა ნახეს მიკრობიოლოგიურად
გამოტუტული ოქრო, რომელიც წარმოადგენს ნანო მასალას. ამავე ლაბორატორიის უფროს მეცნიერ
თანამშრომელმა დ. ძანაშვილმა მოსწავლეებს გააცნო რენტგენული დიფრაქტომეტრიის მუშაობის
პრინციპები.
მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ ვიზიტით. მათ
ბევრი რამ გაიგეს, თუ როგორ გამოიყენენება ქიმია ყოფა-ცხოვრებაში.
გისურვებთ წარმატებებს!
ReplyDelete