Friday, January 25, 2019

                           
                                   ეს საინტერესოა
                                          ნიკოლა ტესლა


ნიკოლა ტესლა, სერბი ფიზიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში, სამართლიანად იწოდება „ადამიანად, რომელმაც გამოიგონა XX საუკუნე”. მისი ერთ-ერთი მთავარი გამოგონებაა ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემა. მან თავისი ექსპერიმენტებით დაადასტურა, რომ ეს შესაძლებელია. ისტორიულ ჩანაწერებში მითითებულია, რომ მან შეძლო 20 ნათურის ანთება 25 მილის დაშორებით სადენების გამოყენების გარეშე.
ტესლას გამოგონებათა რიგშია ფლუორესცენტული ნათურა, ნეონის ნათურა, რენტგენი,სიჩქარის გამომთვლელი, ავტომობილის ანთების სისტემა, ელექტრონული მიკროსკოპი, მიკროტალღური ღუმელი და საფუძველი დაუდო რადარის გამოყენებას. მას დაახლოებით 1000 გამოგონება ჰქონდა.
მისი ოცნება იყო მსოფლიო უფასო ელექტროენერგიით უზრუნველეყო. მაგრამ მის მცდელობას დაუპირისპირდა ბოროტი და შურით სავსე იმჟამინდელი გარემო.
1898 წელს მედისონ სქვეარ გარდენში ტესლამ განახორციელა პირველი კატერის დემონსტრირება დისტანციური პულტით. მისი გამოგონებები იმდენად დროს აცდენილი იყო, რომ მას გიჟად მიიჩნევდნენ და მაგიურ ძალებს მიაწერდნენ.
ნიკოლა ტესლა არ იყენებდა მათემატიკურ გამოთვლებს. იგი ამბობდა: ჩემი ტვინი მხოლოდ მიმღებია. სამყაროში არსებობს ბირთვი, საიდანაც ვიღებთ ცოდნას, ძალას, შთაგონებას.
სერბი მეცნიერი კაცობრიობის კეთილდღეობაზე ოცნებობდა. მან გააანალიზა, რომ მის გამოგონებებს ცუდი მიზნებით გამოიყენებდნენ. ამისათვის მან შეწყვიტა ექსპერიმენტები და გაანადგურა თავისი ჩანაწერები. იგი, როგორც თვითონ თვლიდა, იყო რიგითი ადამიანი, რომელიც კითხვებს სვამდა და ეძებდა მათზე პასუხებს.

მისი სიტყვებია: „ყველაფერი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია მე ვაკეთებდი კაცობრიობისთვის, სამყაროსთვისრომელშიც არ იქნება დამცირება და ღარიბთა შევიწროვება მდიდრების მიერ.


Saturday, January 19, 2019

მიღწევები
ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი.