კვლევის დღიური
2019 წლის
17 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები ვიზიტით იმყოფებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს იყო ერთ- ერთი ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის
ფარგლებში, რომელსაც ატარებს ფიზიკის პედაგოგი ქეთევან სადრაძე, საბუნებისმეტყველო
კათედრასთან თანამშრომლობით. საკვლევი თემა არის „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა
დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“. ილიაუნში მასპინძლობა გაგვიწია მასწავლებელთა სახლის ფიზიკის ექსპერტმა
ნუგზარ მოსულიშვილმა. მან მოსწავლეებს დაათვალიერებინა ფიზიკის ლაბორატორია,
რომელიც უახლესი ხელსაწყოებითა და დანადგარებით არის აღჭურვილი. მოსწავლეები
გაეცნენ სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარების სპეციფიკას, ზოგადად, ექსპერიმენტის
ჩატარების მნიშვნელობას მეცნიერების
შესწავლის პროცესში. ბატონმა ნ. მოსულიშვილმა, რომელიც აგრეთვე არის CERN-ის (ევროპის ბირთვული კვლევების
ორგანიზაცია) თანამშრომელი, მოსწავლეებს გააცნო მეცნიერების უახლესი მიღწევები
მსოფლიო მასშტაბით, ესაუბრა ცერნში მიმდინარე თანამედროვე კვლევებზე და მათ
შედეგებზე. მოსწავლეებს უამრავი შეკითხვა ჰქონდათ, რაზედაც ბატონმა ნუგზარმა ამომწურავად
უპასუხა. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი
დარჩნენ ვიზიტით.
მოსწავლეებმა ილიაუნში აგრეთვე
დაათვალიერეს ბიოლოგიის ცოცხალი კუთხე, სადაც მრავალი ექსპონატი იყო. მათი
ინტერესი გამოიწვია ქვეწარმავლების, ასევე მწერებისა და მღრღნელების
განყოფილებებმა.
No comments:
Post a Comment