Thursday, April 11, 2019

                               სამოდელო გაკვეთილები

22.02.2019 ჩავატარე სამოდელო პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი 11 კლასში თემაზე: "თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა მათემატიკური ქანქარის საშუალებით". ეს გაკვეთილი მოიცავდა კვლევის ელემენტებს. მოსწავლეებს უნდა მოეფირებინათ, რა გზებით შეიძლება თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა და მათ შორის ამოერჩიათ უფრო ზუსტი განსაზღვრის ხერხი. მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს მათემატიკური ქანქარის საშუალებით შეიძლება. მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, საიდანაც განსაზღვრეს თავისუფალი ვარდნის აჩქარება. ასევე მათ ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით დაამტკიცეს, რომ მათემატიკური ქანქარის პერიოდი არ არის დამოკიდებული ბურთულის მასაზე და ამპლიტუდაზე. 
10.04.2019 ამავე კლასში ჩავატარე სამოდელო პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი თემაზე: "აირის კანონები".  თერმოდინამიკის შესწავლისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იდეალური აირის  პარამეტრებს შორის დამოკიდებულების დადგენას. დავაყენეთ პრობლემა: ახდენს თუ არა გავლენას ერთი პარამეტრის ცვლილება დანარჩენ პარამეტრებზე? გაკვეთილის აქტივობები მორგებული იყო ამ პრობლემის გადაჭრაზე. გაკვეთილზე გამოვიყენეთ ანიმაცია "აირის კანონები",  სადაც მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს ეს პროცესები და თავიანთი გამოყვანილი ფორმულები ახლიდან გაიაზრეს. გაკვეთილი ძალიან სასარგებლო იყო მოსწავლეთათვის. 







27.03.2019 ჩავატარე სამოდელო პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი 9 კლასში თემაზე: "პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ურთიერთგარდაქმნა.ენერგიის მუდმივობის კანონი ბუნების უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური კანონია. მოსწავლეებს ხშირად ეშლებათ და ერთმანეთში ურევენ მექანიკური ენერგიის შენახვის კანონს და სრული ენერგიის შენახვის კანონს. ეს უკანასკნელი ყოველთვის ინახება, ხოლო მექანიკური ენერგიის შენახვის კანონი კი ზოგჯერ ირღვევა. მოსწავლეებს კარგად რომ გაეაზრებინათ ის პირობები, რა დროსაც მექანიკური ენერგია ინახება, გადავწყვიტე ამ თემაზე სამოდელო გაკვეთილის ჩატარება.
გაკვეთილზე გვქონდა სახალისო აქტივობები, მაგალითად, "საკანცელარიო მაღაზიაში", სადაც მოსწავლეებმა დაინახეს, რომ როდესაც რაღაცას ვყიდულობთ, ფული უკვალოდ კი არ ქრება, არამედ გადადის სხვა ფორმაში- პროდუქციაში. მსგავსად ამისა, როდესაც პოტენციური ენერგია იკლებს, კინეტიკური  იმატებს იმდენივე სიდიდით, თუ ეს თავიდუფალი ვარდნაა. მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი, რომელიც ამ პრინციპს ადასტურებდა. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.














No comments:

Post a Comment