Thursday, April 11, 2019

                                   ეს საინტერესოა

 2019 წლის 10 აპრილს, თბილისის დროით 17 საათზე, მსოფლიომ პირველად იხილა შავი ხვრელის არაილუსტრირებული ფოტო. სხვადასხვა თანავარსკვლავედებს ოთხ კონტინენტსა და ექვს მთაზე განთავსებული ობსერვატორიებიდან სწავლობდნენ. ეს იყო რვა ტელესკოპისგან შემდგარი სისტემა, რომლის მეშვეობითაც მშვილდოსნისა და ქალწულის თანავარსკვლავედში არსებულ შავ ხვრელებს 2017 წლის აპრილში, 10 დღის განმავლობაში დააკვირდნენ. ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული ქალწულის თანავარსკვლავედიდან მიღებული მონაცემები და გამოსახულება ორი წლის განმავლობაში, კომპიუტერული ანალიზისა და დამუშავების ეტაპს გადიოდა. „შავი ხვრელის თვალით დანახვა შეუძლებელია, რადგან სინათლე ხვრელისგან გამოღწევასვერ ახერხებს, მაგრამ ჩვენ საშუალება გვექნება ვიხილოთ კონტური, რომელსაც ხვრელის მიერ წარმოქმნილი გაზები ქმნიან“, – აცხადებდნენ მეცნიერები პრეზენტაციამდე.
შავი ხვრელი M87 მეცნიერებმა მონსტრად მოიხსენიეს. მისი მასა მზის მასას 6.5 მილიარდჯერ აღემატება. M87-ის დიამეტრი 40 მილიარდი კილომეტრია, რაც სამ მილიონჯერ მეტია დედამიწისაზე. ნიდერლანდების რადბოუდის უნივერსიტეტის პროფესორმა და ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ჰეინო ფალკემ აღნიშნა: „რასაც ფოტოზე ვხედავთ არის უფრო დიდი, ვიდრე ჩვენი მზის სისტემა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი შავი ხვრელი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ არსებობს“.

No comments:

Post a Comment