სამოდელო გაკვეთილი
31.05.19 9-1 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი: "სინათლის დისპერსია". სამოდელო გაკვეთილის ჩატარება განაპირობა იმან,
რომ სინათლის დისპერსია ძალიან საინტერესო მოვლენაა, რომლის შესწავლაც მოითხოვს ოპტიკის
კანონების კომპლექსურ ცოდნას. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ ეს კანონები
და ამ კანონების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა, თუ რატომ ხდება სინათლის დისპერსია,
გადავწყვიტე ამ თემაზე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩამეტარებინა. პრობლემა
მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ შლის პრიზმა თეთრ სინათლეს შემადგენელ ფერებად.
მოსწავლეებმა
ჯგუფებში ჩაატარეს ექსპერიმენტები, რითაც დარწმუნდნენ, რომ სინათლის სხივი ფუძისკენ
გადაიხრება. მიიღეს სპექტრი თეთრი სინათლის და პრიზმის საშუალებით, ასევე სარკისა და
წყლიანი ჯამის საშუალებით. ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ
ფერთა ხედვის პრინციპებს.
გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აქტივობები.
გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აქტივობები.
No comments:
Post a Comment