Friday, January 31, 2020

                                          კლასგარეშე აქტივობა

2020 წლის 30 იანვარს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის 7-3 და 10-1 კლასის მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებლის ქეთევან სადრაძისა და ბიოლოგიის მასწავლებლის თეა ძაგნიძის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტორიუმში იმყოფებოდნენ. მათ იქ მრავალი სახალისო ექსპერიმენტი ნახეს, გაიგეს ბევრი ახალი რამ საბუნებისმეტყველო საგნებში. ძალიან დიდი იყო მათი ინტერესი მარტივი მექნიზმების მიმართ, ასევე საინტერესო იყო მათი ყოფნა გამტარების როლში. ყველას ძალიან მოეწონა უზარმაზარი ბუშტის შიგნით ყოფნა. ექსპერიმენტორიუმის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეების მომზადება და მათი ინტერესი უმაღლეს დონეზე იყო. დასარულ, მოსწავლეებს დაურიგდათ ექსპერიმენტორიუმის ტესტები, რომლების უნდა შეავსონ, რათა განამტკიცონ მიღებული ცოდნა. ეს შემეცნებითი ექსკურსია ძალიან ბევრის მომტანი იქნება მათთვის.







Friday, November 15, 2019

                                           ეს საინტერსოა

მეცნიერებმა შექმნეს ნივთიერებები, რომლებიც თითქოს არღვევენ ფიზიკის კანონებს.
იხილეთ ბმულზე: 

Sunday, October 6, 2019

               მიღწევები:    სტატუსი-მენტორი.


დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს სასიხარულო ამბავი გავიგე: მენტორი გავხდი. მას მერე ერთი კვირა გავიდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გავიაზრე, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია სკოლისა და ჩემი მოსწავლეების მიმართ. ეს სტატუსი მოვალეს მხდის, რომ გაათმაგებული ძალით გავაგრძელო მუშაობა, შევეცადო, მოსწავლეებს შევაყვარო ფიზიკა, აღმოვაჩენინო მრავალი ახალი საინტერესო კანონზომიერება და რაც მთავარია, მე თვითონაც გავიზარდო პროფესიულად. ნათქვამია: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“.
    მასწავლებლისთვის მთავარი ჯილდო კი მოსწავლეთა სიყვარულია.



Sunday, July 7, 2019


                               პროექტებში მონაწილეობა

2013 წელს ვიყავი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტ “PROFILES”-ის მონაწილე. იქ მე და ჩემმა კოლეგებმა დავამუშავეთ და ადაპტირება გავუკეთეთ რამოდენიმე სასწავლო მოდულს. ერთ-ერთი იყოვინ არის დამნაშავე?“,  ეს გაკვეთილების ციკლი შეეხება ცხოვრებისეულ სიტუაციას, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახება ავტომობილი. მონაცემებზე დაყრდნობით გამოსაძიებელია, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა მანქანა. აქ საჭიროა ხახუნის ძალისა და კინემატიკის ცოდნა.   ეს მოდული  წარმატებით დავნერგე მე-91 კლასში. ამავე პროექტის ფარგლებში დამუშავებული და ადაპტირებული მოდულიკოკა-კოლაასევე წარმატებით დავნერგეთ მე-9 კლასებში. მოსწავლეებმა შეადარეს ჩვეულებრივი კოკა-კოლისა დაკოკა-კოლა ზერო“- სიმკვრივეები და გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩვეულებრივი კოკა-კოლა დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამ მოდულის ჩატარებისას მოსწავლეებმა  გამოიყენეს თავიანთი ცოდნა სიმკვრივის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ ჯანსაღი კვება არ გულისხმობს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ სასმელების ხშირ გამოყენებას. ამ აქტივობებით მოსწავლეებს უვითარდებათ ცოდნის ტრანსფერის უნარი, რადგან მოიაზრება  სამივე საბუნებისმეტყველო საგნის ცოდნა.



Friday, June 14, 2019

            კვლევის შედეგების გაზიარება


2019 წლის 11 ივნისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლაში ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  საჭიროებების  კვლევის შედეგების გაზიარება, რომელიც ჩაატარა ფიზიკის წამყვანმა პედაგოგმა ქეთევან სადრაძემ.  საკვლევი თემა იყო „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“. შეხვედრას ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო და ასევე სხვა კათედრების წარმომადგენლებიც.შეხვედრაზე დამსწრე პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს კვლევის შედეგები.







Thursday, June 13, 2019

                                  სამოდელო გაკვეთილი

31.05.19 9-1 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი: "სინათლის დისპერსია". სამოდელო გაკვეთილის ჩატარება განაპირობა იმან, რომ სინათლის დისპერსია ძალიან საინტერესო მოვლენაა, რომლის შესწავლაც მოითხოვს ოპტიკის კანონების კომპლექსურ ცოდნას. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ ეს კანონები და ამ კანონების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა, თუ რატომ ხდება სინათლის დისპერსია, გადავწყვიტე ამ თემაზე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩამეტარებინა. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ შლის პრიზმა თეთრ სინათლეს შემადგენელ ფერებად.
მოსწავლეებმა ჯგუფებში ჩაატარეს ექსპერიმენტები, რითაც დარწმუნდნენ, რომ სინათლის სხივი ფუძისკენ გადაიხრება. მიიღეს სპექტრი თეთრი სინათლის და პრიზმის საშუალებით, ასევე სარკისა და წყლიანი ჯამის საშუალებით. ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ ფერთა ხედვის პრინციპებს.
 
გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აქტივობები.







Monday, June 10, 2019

                          კონფერენცია


2019 წლის  6  ივნისს თსუ-ს ბაზაზე ჩატარდა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ- ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლის ერთობლივი მოსწავლეთა სასკოლო-შემეცნებითი კონფერენციის „განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ“ დასკვნითი ტური. 
კონფერენციაში საბუნებისმეტყველო საგნებიდან  27  მოსწავლე მონაწილეობდა. ფიზიკის თემები იყო:  შავი ხვრელი“-ს.კავთელაძე, ნ.გოგეშვილი, მ.ვეფხვაძე (112),  „ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა“-ე.ოგანოვა, ნ.შატბერაშვილი (112)  „გალაქტიკა“-ა.იმედაშვილი, ხ.სტურუა, მ.კობახიძე (102),   „მომავლის ტრანსპორტი“-მ.გაჩეჩილაძე, ს.კალანდარიშვილი  (111). 
    მოსწავლეებმა  ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინეს თემები. დამსწრე მოსწავლეებმა მრავალი საინტერესო ინფორმაცია გაიგეს სხვადასხვა საკითხებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარმა კომისიამ დადებითად შეაფასა ყველა ნაშრომი და მოსწავლეებს სეტიფიკატები გადასცა.