პროექტებში მონაწილეობა
2013 წელს ვიყავი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მიერ განხორციელებულ პროექტ “PROFILES”-ის მონაწილე. იქ მე და ჩემმა კოლეგებმა დავამუშავეთ და ადაპტირება გავუკეთეთ რამოდენიმე სასწავლო მოდულს. ერთ-ერთი იყო „ვინ არის დამნაშავე?“, ეს გაკვეთილების ციკლი შეეხება ცხოვრებისეულ სიტუაციას, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახება ავტომობილი. მონაცემებზე დაყრდნობით გამოსაძიებელია, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა მანქანა. აქ საჭიროა ხახუნის ძალისა და კინემატიკის ცოდნა. ეს მოდული
წარმატებით დავნერგე მე-91 კლასში. ამავე პროექტის ფარგლებში დამუშავებული
და ადაპტირებული მოდული „კოკა-კოლა“ ასევე წარმატებით დავნერგეთ მე-9 კლასებში. მოსწავლეებმა შეადარეს ჩვეულებრივი კოკა-კოლისა და „კოკა-კოლა ზერო“-ს სიმკვრივეები და გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩვეულებრივი კოკა-კოლა დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამ მოდულის ჩატარებისას მოსწავლეებმა გამოიყენეს თავიანთი ცოდნა სიმკვრივის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ ჯანსაღი კვება არ გულისხმობს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ სასმელების ხშირ გამოყენებას. ამ აქტივობებით მოსწავლეებს უვითარდებათ ცოდნის ტრანსფერის უნარი, რადგან მოიაზრება სამივე საბუნებისმეტყველო საგნის ცოდნა.