ბლოგი ფიზიკის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, მათთვის, ვისაც ფიზიკა აინტერესებს, და მათთვისაც, ვისაც ფიზიკა ჯერ არ აინტერესებს.
Monday, March 25, 2019
Friday, March 15, 2019
კლასგარეშე აქტივობა
2019 წლის 11 მარტს ჩვენი სკოლის მოსწავლეები თავისუფალ
უნივერსიტეტს ეწვიენ. ეს იყო ერთ- ერთი ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის
ფარგლებში, რომელსაც ატარებს ფიზიკის პედაგოგი ქეთევან სადრაძე, საბუნებისმეტყველო
კათედრასთან თანამშრომლობით. საკვლევი თემა არის „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა
დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“. ვიზიტი წარმოადგენდა ექსკურსიას კამპუსში, რომლის
დროსაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. ყველაზე მეტი დაინტერესება გამოიწვია ფიზიკისა და
ელექტროტექნიკის ლაბორატორიამ, სადაც მოსწავლეებმა ნახეს სტუდენტების ხელით შექმნილი
რობოტები. ლაბორატორიაში მყოფმა სტუდენტებმა მათ რობოტების მოქმედების პრინციპები აუხსნეს.
მათ ნახეს აგრეთვე უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ქიმიის ლაბორატორია, სადაც ყველა სტუდენტს
თავისი სივრცე და ყველანაირი რეაქტივი აქვს. ბიოლოგიის ლაბორატორიაში მოსწავლეებმა
ნახეს სხვადასხვა სასწავლო მაკეტები, აღჭურვილობები, რაც ბიოლოგიის სწავლებას სჭირდება.
დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც ცხოველების, მწერების, ხეების, ქანების უამრავი ექსპონატი
და ეგზოტიკური ცხოველების ფიტულების დიდი რაოდენობა ინახება. მოსწავლეები მოხიბლა უზარმაზარმა
ბიბლიოთეკამ, სადაც, ხმაურის ზონაში. სტუდენტები
ჯგუფურად აკეთებდნენ პროექტებს. სიჩუმის ზონაში კი სტუდენტები ინდივიდუალურად მუშაობდნენ.
აქ მართლაც იგრძნობოდა, რომ ეს უნივერსიტეტი საქართველოში რეიტინგით პირველია, რადგან
ის არის თავისუფალი.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ვიზიტი თავისუფალ უნივერსიტეტში
და გამოთქვეს მონაწილეობის მიღების სურვილი ამ კვლევის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ვიზიტებშიც.
Saturday, March 2, 2019
სამოდელო გაკვეთილები.
25.01.2019 ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი:"ნიუტონის III კანონი".
ნიუტონის მესამე კანონის ფორმულირება უმარტივესია: "ქმედება იწვევს ტოლ და საპირისპირო უკუქმედებას", თუმცა მოსწავლეებს ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ეს ძალები ერთმანეთს უნდა აბათილებდნენ. მთავარი ის არის, რომ ისინი სხვადასხვა სხეულზე არიან მოდებულნი და ამიტომაც არ აბათილებენ ერთმანეთს. ეს პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამიტომ გადავწყვიტე ამ კანონზე სამოდელო გაკვეთილის ჩატარება.

სამოდელო გაკვეთილები
12.12.2018 ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი:"ნიუტონის II კანონი".
ნიუტონის კანონები კლასიკური მექანიკის საბაზისო კანონებია. მათი ცოდნა აუცილებელია ფიზიკის საფუძვლების გაგებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიუტონის მეორე კანონი. მის უმარტივეს ჩანაწერში მხოლოდ სამი ფიზიკური სიდიდეა, მაგრამ მასში დიდი აზრი დევს.
როგორც იტყვიან, ყველაფერი გენიალური-მარტივია.

Friday, March 1, 2019
Subscribe to:
Posts (Atom)